მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

ქართველი კანონიერი ქურდი, 57 წლის ილია სიმონია, მეტსახელად „მახო“ მოსკოვის ოლქში დააკავეს. ჩხრეკის დროს მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.
გამოცემა „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, ილია სიმონია ცნობილია სლავურ-ქართული სისხლისმღვრელი „ქურდული ომებით“. „კანონიერ ქურდ“ „იაპონჩიკთან“ დაპირისპირების გამო, „მახოს“ 1994 წელს „ქურდის“ წოდება ჩამოართვეს და „სასიკვდილო განაჩენი“ გამოუტანეს. ამ გადაწყვეტილებას მაშინ ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ მხარი არ დაუჭირეს. სიმონიასთვის „ოფიციალური“ ტიტულის ჩამორთმევის მიუხედავად, ის კვლავ დანაშაულებრივ ცხოვრებას ეწევა და დროდადრო ციხეში ხვდება. ბოლოს მან 5- წლიანი პატიმრობა ძარცვისთვის ჰქონდა მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები