დღეს გიგი უგულავას წინააღმდეგ ორი პროცესია ჩანიშნული

დღეს თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი პროცესია ჩანიშნული. ეს საქმეებია რიყისა და ტელეომპანია “იმედის” საქმეები, რაზეც განაჩენი, შესაძლოა, დღესვე გამოცხადდეს.
ე.წ. „თბილსერვისის“ საქმე, რომელზეც გიგი უგულავას სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ედება ბრალად, 10:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, პროკურატურამ სხდომის გადადება მოითხოვა იმ მოტივით, რომ 12:00 სააათზე მეორე პროცესიცაა ჩანიშნული.
“უკვე რამდენიმე თვეა დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას ველით, იმედია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც რიყისა და „თბილსერვის ჯფუფის“ საკითხს შეეხება, დაცვის მხარე მომზადებული გამოცხადდბა და წარმოადგენს დასკვნით სიტყვას, რის შემდგომაც სასამართლო მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას.
ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ დააკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც საჭიროა გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოსატანად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა საფუძველს იმისას, რომ გამოტანილ იქნებს გამამტყუნებელი განაჩენი”, – განაცხადა პროკურორმა გიგა ძნელაძემ.
ამ დროისთვის გიგი უგულავა არ გამოცხადებულა სასამართლოში, თუმცა, მისი ადვოკატები სასამართლოში არიან და ამ დრომდე მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები