შსს-მ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული ზაზა ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
როგორც „კვირას“ შსს-დან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 17 სექტემბერს ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ოჯახური კონფლიქტის დროს ურთიერთშელაპარაკებისას, 1985 წელს დაბადებულ რევაზ გ-ს ცივი იარაღით ყელის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).