ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა გამართული. ადგილზე ასევე აღმოჩენილი იქნა პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი.
აღნიშნული სახერხი დანადგარის დემონტაჟი მოხდა.