გიგი უგულავას ადვოკატმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. მატროსოვის ციხეში ჩააბარა

ე.წ. მატროსოვის ციხეში გიგი უგულავასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიტანა ცოტა ხნის წინ ყოფილი მერის ადვოკატმა. ბექა ბასილაიამ უკვე ჩააბარა ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
ბექა ბასილაიას თქმით, არ არსებობს არცერთი კანონი, ნორმა, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავა პატიმრობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კონკრეტულად კი, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დედაქალაქის ყოფილი მერის ადვოკატები და მხარდამჭერები ე.წ. მატროსოვის ციხესთან შეიკრიბნენ და გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები