პროკურატურამ გია სოსანაშვილის საქმეზე 10 მოწმე დაჰკითხა
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის საქმეზე პროკურატურამ დღეს 10 მოწმე დაჰკითხა.
როგორც საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ აღნიშნა, მოწმეების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.
მტკიცებულების სახით დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა შს სამინისტროს ამონაწერი, სადაც ასახულია გია სოსანაშვილის დაინტერესება ვაზაგაშვილის გარდაცვალებამდე მის მიმართ.
გია სოსანაშვილის საქმეზე მომდევნო პროცესი საქალაქო სასამართლოში 22 სექტემბერს განახლდება, სადაც კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
ბრალდების მხარეს დაახლოებით 10 მოწმე დარჩა დასაკითხი, რის შემდეგაც სასამართლო დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე გადავა.