ადვოკატი ნინო გვენეტაძეს მოსამართლეების – ზაზა მეიშვილისა და გიორგი ჩემიას სადისციპლინო საკითხის დაყენებას სთხოვს
„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, ადვოკატი ლექსო კობაიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მოსამართლეების – ზაზა მეიშვილისა და გიორგი ჩემიას საქმიანობის შესწავლას და მოსამართლეთა სადისციპლინო საკითხის დაყენებას სთხოვს.
როგორც ადვოკატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზაზა მეიშვილი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემია არაერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდნენ, რომელ საქმეებზეც საზოგადოებაში დიდი კითხვის ნიშნები არსებობს, მათ შორის იყო გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეები.
გარდა ამისა, კობაიძის თქმით, აღნიშნული მოსამართლეები შესაძლოა, კავშირში იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ, რის გამოც, ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გვენეტაძემ მათი საქმეები დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზაზა მეიშვილი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემია არაერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდნენ, რომელ საქმეებზეც საზოგადოებაში დიდი კითხვის ნიშნები არსებობს.
მაგალითად, გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეები. საქართველოს კანონის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ მეექვსე მუხლში აღნიშნულია, რომ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი შესაძლოა, გახდეს: 1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი შეიძლება იყოს ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;
კანონის შესაბამისად მასობრივი საშუალებებით გავავრცელებთ და დაველოდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოქმედებას, რამდენად დააყენებს დღის წესრიგში აღნიშნული პირების სადისციპლინო საკითხს.