გურიაში, “ალეგრობის“ დღესასწაულზე სამი პირი დააკავეს

ოზურგეთში, “ალერგობის” დღესასწაულზე სამი პირი დააკავეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, დაკავებულები ოპოზიციური პარტიის წევრები არიან.
მათი დაკავების მიზეზი ბანერი გახდა, რომელიც მათ თეატრალურ მოედანთან მდებარე საცხოვრებელ შენობაზე დაჰკიდეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ისინი მრავალსართულიანი საცხოვრებული კორპუსის სახურავზე ბანერის გამოფენის გამო დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებურ შეცვლას გულისხმობს და ჯარიმას, 50 ლარის ოდენობით ითვალისწინებს.
ოზურგეთი დღეს „ალეგრობას“ ზეიმობს. სახალხო ზეიმი 150 წელზე მეტს ითვლის. ზეიმი 14:00 საათზე იწყება. სახალხო დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება და ოზურგეთელებს „ალეგრობას“ მიულოცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები