ყირიმში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ოკუპირებულ ყირიმში ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „მახო“ დააკავეს. მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
ჩხრეკის დროს ოპერატიულმა მუშაკებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი ამოიღეს. ის ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. მიმდინარეობს გამოძიება.