ხე-ტყით უკანონო სარგებლობისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა, ხე-ტყით უკანონო სარგებლობისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანაში, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 3 ძირი ფიჭვის სახეობის ხე, რომელთაგანაც დაამზადა 11 ცალი მორი და მოახდინა მათი ტრანსპორტირება.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, ამავე სოფლის მკვიდრმა მოახდინა ტყიდან 11 ცალი დაუფირნიშებელი სამასალე მორის ტრანსპორტირება.
მას არ ჰქონდა ხე-ტყის წარმოშობის შესახებ დოკუმენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები