თევზჭერის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს რაჭის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევები შაორის წყალსაცავზე წვრილფორებიანი სახლართი ბადით თევზაობდნენ.
უკანონო თევზჭერის მესამე ფაქტი გამოვლინდა ცაგერის რაიონის სოფელ აღვში, მდინარე ცხენისწყალზე. სამართალდამრღვევი სასროლი ბადით თევზაობდა.
შედგა შესაბამისი ოქმები.