ყოფილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაუჩინარდა

გამოცემა “პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, 39 წლის ყოფილი „კანონიერი ქურდი“ ლევან აბულაძე, რომელიც კრასნოიარსკის ციხიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს, სამართალდამცველი ორგანოების თვალთახედვიდან გაუჩინარდა. პოლიცია შიშობს, რომ აბულაძე ციხიდან გასვლის შემდეგ მიიმალა, როგორც ამას „ქურდული წესები“ მოითხოვს.
აბულაძეს, რომელიც სოხუმურ კლანს მიეკუთვნებოდა, 17 ქურდის გადაწყვეტილებით „ქურდის“ წოდება 2012 წელს ჩამოართვეს. ეს ადამიანები „დედ ჰასანთან“ იყვნენ დაკავშირებულები. მანამდე აბულაძე ქურდად არც ასლანმა და როკომ აღიარეს.
„პრაიმ-კრაიმი“ წერს, რომ, ამის მიუხედავად, ლევან აბულაძე ციხეში ყოფნის პერიოდში „თავისი საქციელით ქურდული ტიტულის ერთგული რჩებოდა და თავისუფლებაზე მყოფი საკუთარ სახელს მომავალშიც დაიცავს“. აბულაძის „ნათლიმამა“, რომელმაც ის ადრე ქურდად მონათლა, კახა ფარფალიაა, ის კი  შაქრო კალაშოვთან დაახლოებული პირია. ასე, რომ გამორიცხული არ არის, ლევან აბულაძემ დაკარგული პოზიციები აღადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები