ყვარელში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა.
აღნიშნული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სამართალდარღვევის იარაღები.
მასალები გადაგზავნილია შესაბამის სასამართლოში.