სიღნაღი-დედოფლისწყაროს სატყეო უბანში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სიღნაღი-დედოფლისწყაროს სატყეო უბანში (ტყის ფონდში) ხე- ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამღვევს უკანონოდ მოჭრილი ქონდათ 3 ძირი რცხილის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე. შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.