კახეთში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ცივი იარაღით მოკლა
კახეთში, ყვარელში 45 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ცივი იარაღით მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან შერიგების მიზნით მივიდა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, მან ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით გულისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უწყება ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს.