გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ შუა ქვალონის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევები გადამფრენ ფრინველებზე აკრძალული საშუალებით, ე.წ. მანოკით ნადირობდნენ.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულზე შედგენილია შესამისი ოქმი.