BOSCH- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს – ვიდეო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით BOSCH- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი/მ ი. ჩ.
როგორც „კვირას“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ავტომანქანის აკუმულატორებით ვაჭრობდა, იაფფასიან პროდუქციაზე, უკანონოდ, სისტემატურად კუსტარულად ათავსებდა BOSCH- ის სასაქონლო ნიშნებს და შემდგომ ყალბ საქონელს ასაღებდა, როგორც BOSCH- ის ორიგინალ პროდუქციას.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების მიერ ამოღებულია BOSCH-ის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული დიდი ოდენობით პროდუქცია და გამოუყენებელი ეტიკეტები. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები