ქართული წარმოების ზოგიერთ ძეხვეულში სოიო აღმოჩნდა
კომპანია „მარშესა“ და „ლიდერფუდის“ ძეხვეულში სოიოს შემცველობა აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ momxmarebeli.ge ავრცელებს.
მათი ცნობით, 2015 წლის ივლისის ბოლოს momxmarebeli.ge-მ რამდენიმე სახეობის მოხარშული ძეხვი და სოსისი სოიოს შემცველობაზე შეამოწმა.
კერძოდ, შემოწმებას დაექვემდებარა შპს “ნიკორა”-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; შპს “მარშეს” მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი სასკოლო; შპს “ლიდერ-ფუდი”-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი, შპს “მითანას” წარმოების სოსისი რძიანი4 შპს “კორიდა”-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი რძიანი და შპს “მითანა”-ს ავსტრიული მჭლე, მოხარშული ძეხვი.
„რიგ პროდუქტებს სოიოს შემცველობა ეტიკეტზე ან მაღაზიის დახლზე ჰქონდა მითითებული. დანარჩენებს ჩავუტარეთ სკრინინგი (საცდელი შემოწმება) აკრედიტაციის არ-მქონე ქართულ ლაბორატორიაში, რომელმაც აჩვენა, რომ სავარაუდოდ, ყველა პროდუქტი სოიოს შეიცავდა“, – ნათქვამია momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.