სამართალდამცველებმა მარჯანიშვილის ქუჩიდან ორი არაბი დაკითხვაზე წაიყვანეს – საეჭვო ავტომობილი „კვირამ“ დააფიქსირა (ფოტოკოლაჟი)
სამართალდამცველებმა ორი არაბი – „მინი ვენის“ მარკის ავტომობილის მძღოლი და მისი თანმხლები პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს. „კვირამ“ იმ ავტომობილის დაფიქსირებაც შეძლო, რომელშიც ნაღმს ეძებდნენ. ამ დროისთვის, სამართალდამცველებმა ავტომობილი სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე წაიყვანეს.
პოლიციელები არ აკონკრეტებენ, აღმოჩნდა თუ არა ნაღმი აღნიშნულ ავტომობილში.
შავი ფერის „მინი ვენის“ მარკის ავტომობილს არაბული წარწერები აქვს და საქარე მინაზე ბუნდოვანი შინაარსის ფოტოსურათია გაკრული. აღსანიშნავია, რომ ავტომობილს ქართული სანომრე ნიშანი აქვს.
ამ დროისთვის, მარჯანიშვილის ქუჩაზე როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ “მაკდონალდსის“ მოპირდაპირედ გაჩერებულ შავი ფერის “მინი ვენის“ ტიპის ავტომობილში სამართალდამცველები ნაღმს ეძებდნენ. აღნიშნულის გამო „მაკდონალდსიდან“ ხალხის ევაკუაციაც განხორციელდა. ტერიტორიაზე სამართალდამცველები, გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობდნენ, რის გამოც მოძრაობა როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის დროებით შეიზღუდა.