გურჯაანში დაკავებული მევენახეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გურჯაანის საქალაქო სასამართლოში თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე დაკავებული მევენახეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედებათ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პოლიციის ინფორმაციით, ოთხი დაკავებულიდან ორს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა დაუდასტურდა. გურჯაანში, თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მიმდინარე აქციაზე მევენახეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს.
აქციის მონაწილეები კახეთში ოთარ დანელიას და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლას ითხოვენ.