ბრალდებულ გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატი მოსამართლის წინაშე დაცვითი სიტყვით უნდა წარდგეს

დაახლოებით სამ საათში საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს დაცვითი სიტყვა უნდა წარუდგინოს. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში დღეს გახდა ცნობილი, სადაც მოსამართლე გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ რიყისა და ტელეკომპანია „იმედის“ გასხვისების საქმეს იხილავდა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელ პროცესზე გიგი უგულავას კერძო ადვოკატისგან გიორგი კონდახიშვილსგან დაცვით სიტყვას ელოდებოდებოდა. თუმცა, იგი სასამართლო პროცესზე პროტესტის გამო არ გამოცხადდა. კონდახიშვილის პროტესტი წინა პროცესზე მოსამართლის ჯარიმას მოჰყვა.
დღეს კი სასამართლო პროცესზე უკვე სახაზინო ადვოკატი გამოცხადდა. მან მოსამართლეს პროცესის გადადების მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართა და საქმის გასაცნობად 14 დღე ითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე წუთის წინ საქმის განხილვა შეწყვიტა და სახაზინო ადვოკატს დაცვითი სიტყვის მომზადებისთვის სამსაათიანი დრო მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები