ე.წ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლო 16 ოქტომბერს ჩაინიშნა
უკვე მეორე დღეა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შიმშილობს. ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის განმარტებით, ბაჩო ახალაიამ გადაწყვეტილება გუშინ ჩანიშნული პროცესის გადადების შემდეგ მიიღო.
პროცესზე, ეგრეთ წოდებული, ჯაშუშების საქმე უნდა განეხილათ. ახალაია დღეს მისმა ადვოკატებმა მოინახულეს.
გიორგი ონიანი ასევე ამბობს, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებს. თუმცა დღეს უფლებადამცველს კონკრეტული ფაქტები არ მოუყვანია.
ე.წ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.