ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევაში მონაწილე მეორე პირს, რომელმაც მამაკაცი დაჭრა, სხეულის დაზიანება აქვს მიყენებული.
მომხდარზე აღძრულია საქმე სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ე.წ. ნისიისასთვის შესულ მამაკაცს, მაღაზიის მეპატრონესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რის შედეგადაც მან მაღაზიის მეპატრონე დანით დაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები