საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

მთავარმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კანადის მოქალაქის კუთვნილი 75 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 3 პირი დამნაშავედ სცნო.
„საქართველოს მთავარ პროკურატურას კანადის მოქალაქემ კურტის მარტინ მაკმილანმა მომართა და განაცხადა, რომ ელექტრონული ფოსტის გატეხვის შედეგად, მისივე კომპანიის ანგარიშიდან, უცხო პირების მიერ მოტყუებით, კანადიდან საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა დიდი ოდენობით თანხა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება თაღლითობის ფაქტზე დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 3 პირი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა კანადის მოქალაქეს მისი ბიზნეს-პარტნიორის სახელით და საქართველოში ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოარიცხინა 75 000 აშშ დოლარი. ჩატარებული გამოძიების შედეგად პროკურატურამ დააკავა დანაშაულის ჩამდენი პირები, მათ შორის ერთ-ერთი ნიგერიის მოქალაქე, ასევე ამოღებულ იქნა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა 75 000 აშშ დოლარი;
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულს სრულად დაუბრუნა თაღლითობის შედეგად ბრალდებულების მიერ მისაკუთრებული თანხა;
საქართველოს პროკურატურა არ დატოვებს სამართლებრივი რეაგირების გარეშე არც ერთ მსგავს ფაქტს და ყოველთვის უზრუნველყოფს, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების კანონიერი ინტერესების დაცვას“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები