სალონიკში საქართველოს მოქალაქემ ადგილობრივი ბიზნესმენი მოკლა

 საბერძნეთში, სალონიკში, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული, საიუველირო მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, ოქრო და ძვირფასეულობა გაიტაცა, მაღაზიის მფლობელი კი დაჭრა.
ადგილობრივმა პრესამ სოლონიკში სისხლიან თავდასხმას ვრცელი სტატია მიუძღვნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 27 წლის ბიზნესმენი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა 8 სექტემბერს მოხდა. ამავე სტატიის მიხედვით, ექიმებმა საიუველირო მაღაზიის მფლობელის, რომელსაც მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საიუველირო მაღაზიაში შეარაღებული თავდამსხმელი დღის 11.00 საათზე შეიჭრა. 38 წლის ასაკის მამაკაცი „მაკაროვის“ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. თავდამსხმელმა შეშინების მიზნით, თავდაპირველად ჰაერში გაისროლა, მეორე გასროლის შედეგად ბიზნესმენი იატაკზე დაეცა. შემთხვევის დროს მაღაზიის მფლობელის დედაც იქვე იმყოფებოდა. როდესაც დედა შვილს მიუახლოვდა, ის აღარ რეაგირებდა.
მომხდარი დანაშაულის შემდეგ, 38 წლის ქართველმა შემთხვევის ადგილი მიატოვა და მოტოციკლით გაქცევა სცადა. მას პოლიცია დაედევნა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, გზაზე მოცურდა და ამოტრიალდა. პოლიციამ ქართველი თავდამსხმელი სწორედ მაშინ დააკავა. ეჭვმიტანილი საავადმყოფოშია მოთავსებული და მას პოლიცია იცავს. დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს დაახლოებით 20 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა აღმოაჩნდა, რაც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები