სამართალდამცავებმა მდინარე კინკიშაზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში, მდინარე კინკიშაზე სამართალდამრღვევი თევზაობდა ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები