სიონის წყალსაცავიდან 10 ერთეული სახლართი ბადე ამოიღეს

სიონის წყალსაცავიდან 10 ერთეული სახლართი ბადე ამოიღეს – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით მასშტაბური ღონიძიებების გატარებას განაგრძობს.
დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებისა და თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული პატრულირების შედეგად, სიონის წყალსაცავიდან ამოღებულ იქნა 200 მეტრის სიგრძის 10 ერთეული სახლართი ბადე. ასევე – დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის თევზი.
უკანონოდ მოპოვებული თევზის საერთო ოდენობა 60 კილოგრამს აღწევს.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები