ბათუმში ორი ახალგაზრდა მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია
ბათუმში, თამარის დასახლებაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
ერთი დანით, მეორე კი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 108-ე და 236 – ე მუხლით მიმდინარეობს.