მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 სექტემბერს, საბაჟო – გამშვებ პუნქტებზე: „სარფი“ და „ვალე“.
ოფიციალური ინფორმაციით, „სარფში“ მათ საქართველოს მოქალაქე ვ. შ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად 55 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების (PREGABALINE 75 მგ) შემცველობის მედიკამენტი LYRICA აღმოაჩინეს, ხოლო „ვალეში“, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.უ.-ის კუთვნილ ხელბარგში – 17 აბი სამედიცინო პრეპარატი TRADONAL, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება TRAMADOL- ს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა, შესაბამისად, საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს განყოფილებას და შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების საგამოძიებო სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები