გურჯაანში ხე-ტყის უკანონო ჭრის ორი ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ორი ფაქტი გამოავლინეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ტყის ფონდში სამართალდამრღვევებმა 2 ძირი წიფლის და 2 ძირი რცხილი სახეობის ხე მოჭრეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.