საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმის განხილვისას ინციდენტი მოხდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვისას დაპირისპირება მოხდა.
ზურაბ ვაზაგაშვილთან ერთად მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის მეუღლემ დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პირს შეაფურთხა, რის შემდეგაც მანდატურებმა ის დარბაზიდან გაიყვანეს. მანამდე სასამართლოზე ერთ-ერთი ექსპერტის დაკითხვის დროსაც ბრალდებულმა გიორგი ცააძემ მოითხოვა ვიდეომასალის ჩვენება. მას შემდეგ, რაც სასამართლოს დარბაზში ვიდეო ასალის ჩვენება დაიწყო, ხუბულოვის სიდედრმა ბრალდებულების მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკა გააკეთა, რასაც დარბაზში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ასევე სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს ხუბულოვის სიდედრი რუსუდან თურმანიძე. “ეს სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ იყო მიძღვნილი. ძალაუფლების დემონსტრირებას შესწირეს ორი ახალგაზრდის სისცოცხლე, მათ შორის ალექსანდრე ხუბულოვის, რომელსაც წლინახევრისა და თვენახევრის შვილები დარჩა”, – განუცხადა რუსუდან თურმანიძემ ჟურნალისტებს.