შემოსავლების სამსახურმა არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი გამოავლინა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 4404 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. როგორც “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა 4 სექტემბერს, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე “სადახლო საავტომობილო” გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პუნქტის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა დარბაზით შემოვიდა სომხეთის მოქალაქე თ.ნ., რომლის კუთვნილი ხელბარგი მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს. ხელბარგში აღმოჩნდა 4404,91 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 66,67 გრამი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მგზავრს დაეკისრა ჯარიმა 4404,91 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები