წალკაში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
წალკის რაიონის სოფელ წინწყაროს მიმდებარედ ე.წ. წალკის წყალსაცავზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევი სახლართი ბადეების საშუალებით თევზაობდა.
აღნიშნულ პიროვნებას წალკის წყალსაცავში ჩაფენილი ჰქონდა 4 ცალი სახლართი ბადე.
თითოეული ბადის სიგრძე შეადგენს 70 მეტრს, ხოლო სიგანე – 1მ, 5 სმ-ს. სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 25 კგ. ხრამულის ჯიშის თევზი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კანონოთ გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს.