კახეთში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.
აღნიშნულ ადგილას სამართალდამრღვევი ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით თევზაობდა.
სამართალდამრღვევს კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები