ქრთამის აღების ფაქტზე “ყაზბეგის” საბაჟოს თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო-გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ თანამშრომელი, მიხეილ ავსაჯანიშვილი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარზე ტვირთის უკანონოდ გადატანაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 650 ლარი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

https://www.youtube.com/watch?v=HI6eoaIiiEw&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები