ზუგდიდში, სავარაუდოდ, სათამაშო იარაღით საქართველოს ბანკის დაყაჩაღება სცადეს
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მამაკაცი შეიჭრა და მოლარე ოპერატორისგან თანხას ითხოვდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცის დაკავება სამართალდამცველებმა ოპერატიულად ადგილზევე მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბანკის დაყაჩაღებას სათამაშო იარაღით ცდილობდა.