საგამოძიებო სამსახური გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ებრალიძის განცხადებას ეხმაურება.
“კვირა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„გვსურს გამოვეხმაუროთ გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ებრალიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს დაიწყო მისი საოჯახო ბიზნესი დოკუმენტაციის შესწავლა, რასაც უკავშირებს საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე პროცესებს. აღნიშნული განცხადება არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
საგამოძიებო სამსახურს არანაირი შეხება არ აქვს ებრალიძის ოჯახურ ბიზნესთან. მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ბატონ ებრალიძეს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზონფორმაციული და პროვოკაციული ხასიათის განცხადებების გაკეთებისგან“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.