საბაჟო – გამშვებ პუნქტებზე უკანონოდ შემოტანილი მედიკამენტი აღმოაჩინეს

საბაჟო – გამშვები პუნქტ „მტკვარის“ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ო.ფ., რომელსაც, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 25 კაფსულა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL აღმოუჩინეს.
საქმე რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონის სამმართველოს.
ასევე TRAMADOL-ის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 2 სექტემბერს, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „სარფი“. მებაჟე ოფიცრებმა კონტროლის ზონაში ისრაელის მოქალაქე მ.მ.-ის ავტომობილის დათვალიერებისას სალონში აღნიშნული მედიკამენტის 30 აბი აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები