სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სრულად გაიზიარა ქალაქ თბილისის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 35 წლის ალექსანდრე გიორგაძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო ნოდარ ნასარიძე. სასამართლომ მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შპს „თბილქალაქპროექტის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ნოდარ ნასარიძემ უკანონოდ შეძენილი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ალექსანდრე გიორგაძეს ჭრილობა მიაყენა გულმკერდის არეში, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა. გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, იმავე დღეს დაკავდა ნოდარ ნასარიძე და ამოღებული იქნა ზემოთხსენებული უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი. მოგვიანებით მას წარედგინა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 108-ე მუხლით“, – აღნიშნავენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები