ყვარელში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების დახმარებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა უკანონოდ მოპოვებული თევზი და სამართალდარღვევის იარაღები.
მასალები გადაგზავნილია შესაბამის სასამართლოში.