შუახევში უკანონოდ მოპოვებული მორების ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
შუახევის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები, მიწის არამიზნობრივი გამოყენებისა და უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორების ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული ხე -ტყე, ასევე დაილუქა სახერხი საამქროები.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.