ქორწილში 17 წლის მოზარდი მოკლეს
ფონიჭალაში, ქორწილში 17 წლის მოზარდი მოკლეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ახალგაზრდების დაპირისპირება ქუჩაში გვიან ღამით მოხდა. მოზარდს ჭრილობა გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, 17 წლის მოზარდი სამმა მამაკაცმა მათთან უკვე გარდაცვლილი შეიყვანა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც ადასტურებენ. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, 17 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის და 236 – ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.