ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2 სექტემბერს, ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცება – ცივი იარაღია ამოღებული.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მოკლული ქალი 45 წლამდე ასაკის იყო, რომელთანაც სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცს შელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც ქალს დანით ყელი გამოჭრა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.