სამართალდამცველებმა სხვადასხვა დასახელების დიდი რაოდენობით აკრძალული პრეპარატები აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო- გამშვებ პუნქტზე „გარდაბანი“ 30 დასახელების კოდეინის შემცველი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე კ. შ.-ის ხელბარგში, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული პრეპარატების 1300-მდე აბი აღმოაჩინეს. მგზავრის ბარგში იპოვეს ასევე 56 აბი გაურკვეველი დასახელების ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობის მედიკამენტები.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.