რუსეთში მულტფილმ „მაშა და დათვს“ აღარ გადაიღებენ
სტუდია „ანიმაკორდის“ ინფორმაციით, მათ ცნობილი ანიმაციური სერიალის ბოლო, 52 -ე სერია გადაიღეს. მისი სახელია „მაშა და დათვი“ – „მომავალ შეხვედრამდე“! პოპულარული მულტფილმის ავტორები წერენ, რომ მის გადაღებას აღარ აპირებენ. პროექტის პროდიუსერმა დიმიტრი ლოვეიკომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ახალი სერიების გადასაღებად სტუდიას ფინანსური რესურსები აღარ ყოფნის.
მანამდე „ანიმაკორდმა“ მულტსერიალის „მაშას საშინელებების“ გადაღება დაიწყო, ამ სერიალის ექვსი ეპიზოდი უკვე გადაიღო და პროექტზე მუშაობას გააგრძელებს.
რაც შეეხება „მაშას და დათვის“ მომავალს, ავტორების თქმით, მათ გარკვეული სცენარები აქვთ, მაგრამ მთელი სეზონის გადასაღებად არც დრო და არც ფული აღარ აქვთ.
„მაშას და დათვის“ ბოლო სერიის მიხედვით, გოგონა იზრდება და ტყიდან ქალაქში, დასთან მიდის.