ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალბატონს ყელი გამოსჭრეს
ხელვაჩაურში ქალს ყელი გამოსჭრეს. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე ქალბატონი ხელვაჩაურის მაღაზიაში მუშაობდა.
ახალგაზრდა ქალბატონის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.