ნაძალადევისა და დიდუბის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს საღამოდან, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
როგორც „კვირას“ კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” პრესსამსახურიდან აცნობეს, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე, რომელიც ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე გადის. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 2 სექტემბრის 18:00 საათიდან 3 სექტემბრის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ნაძალადევისა და დიდუბის რაიონების ქუჩებსა და ზოგიერთ დასახლებას; დიღმის მასივს, მუხიანის აგარაკებს, მუხიანის III, IV, IVა, IVბ მ/რაიონებს, თემქის XI მ/რაიონის II და III კვარტლებს; დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს: თემქის IV და გლდანის I, II, III მ/რაიონები, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონების ქუჩების ნაწილი.
წყლის მოსალოდნელ შეწყვეტასთან დაკავშირებით კომპანიამ ინდივიდუალურად გააფრთხილა ლუბლიანის ქუჩაზე მდებარე ყველა კლინიკის ადმინისტრაცია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება ეტაპობრივად, ხვალ, 3 სექტემბრის დილის 9 საათიდან აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები