ნუკრი ქანთარია წინასაარჩევნოდ პროვოკაციებს აანონსებს

იქნება მაქსიმალური პროვოკაციები, იმიტომ რომ არჩევნები ახლოვდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ოპონენტები ხელისუფლების შედეგების გაუფასურებას შეეცდებიან.
“რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჰესების მშენებლობაზე, აღდგენაზე, ბუნებრივია, ჩვენი ოპონენტები ყველანაირად შეეცდებიან, რომ ეს ყველაფერი გააუფასურონ. ეს იქნება მათი ძირითადი მცდელობა, მაქსიმალური გაორმაგებული პროვოკაციები ამ წელს იმიტომ, რომ არჩევნები ახლოვდება, ასევე იქნება ინტრიგები როგორც ქვეყნის გარედან, ისე შიგნიდან. მაქსიმალურად იქნება ძახილი: “ცუდია, ცუდია, ცუდია“, მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენო, რომ რაც არ უნდა თქვან: “ცუდია“, უკეთესები ვერ გახდებიან. საზოგადოების თვალში რაც არიან, ისევ იგივენი დარჩებიან.
ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ჯანსაღად უნდა შეაფასოს პროცესი, ვინ რა და რამდენი გააკეთა, შეიძლებოდა თუ არა მეტი ძალისხმევა ამ პირობებში, თუ საერთოდ შეუძლებელი იყო რაიმეს გაკეთება ამ ეტაპზე. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, ამ დროს საზოგადოება მყარად ჩამოყალიბებული იქნება იმაში, თუ როგორ აირჩიოს და დაიქირავოს მომავალი მთავრობა. მე სრულ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი კოალიცია, განსაკუთრებით აი ამ წელს, განსაკუთრებით ერთიანი იქნება და მაქსიმალურად შევეცდებით იმ რეფორმების დასრულებას, რაც უკვე დაწყებულია“, -განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები