სამართალდამცავებმა სოფელ მათხოჯიდან გატაცებული ავტომანქანა იპოვეს
ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში ადგილობრივი მოსახლის ოჯახს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და მათი კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სსკ-ის 178 -ე მუხლით საქმე აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სოფელ მათხოჯიდან გატაცებული ავტომანქანა იპოვეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.