ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში ქართული ენა ისწავლება

   საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში მიიწვიეს. შეხვედრა ევროპული სწავლების კათედრის ინიციატივით გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატალია საბანაძემ სტუდნეტებთან და დამსწრე საზოგადოებსათან წაიკითხა ლექცია „ნაციონალიზმი გლობალიზაციის ხანაში“. მან მიმოიხილა საქართველოს კულტურა, ისტორია, მისი თანამედროვეობა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. უწყების ცნობით, ლუვენის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის კათედრაზე შეისწავლება ძველი ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოს ისტორია. კათედრის ბიბლიოთეკა კი მოიცავს უნიკალურ ძველი ქართული ხელნაწერების კოლექციას.
ნატალია საბანაძე ლუვენის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველოლოგს ბერნარ კულსაც შეხვდა. შეხვედრისას განიხილეს ინიციატივა, რომ ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდეს ასევე თანამედროვე ქართული ენის სწავლება და ამ მიმართულებით გაქტიურდეს ორმხრივი მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები